საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID Zrda Activity
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.05.2019
- საიტზე დამატებულია
- 24.04.2019
გრანტის შესახებ:
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.
გთხოვთ მიუთითოთ RFA No 085-3002E-004-S-2019 ელექტრონული ფოსტის სათაურში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
დაგვიანებული ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
წყარო : http://jobs.ge