projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

418

ევროპის მცირე საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000419

საგრანტო კონკურსი :

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:

** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ივნისი, 17:00.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 10-05-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 07-06-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 13 დღე;

სექტორი: სხვა



სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ