projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

53

საქართველოს მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - სამგზავრო

უნიკალური ნომერი: 000426

გრანტის შესახებ:

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;

  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

სამგზავრო გრანტით ფინანსდება საგრანტო პროექტი, რომელიც ეხება ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებითდაინტერესებული პირის მონაწილეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლის შედეგად მოხდებაინფორმაციის გაცვლა/გამოცდილების გაზიარება/პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა და ადგილობრივი ინოვაციების ეკოსისტემისგაძლიერება.

სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) კონფერენცია;

ბ) კონგრესი;

გ) ფორუმი;

დ) სიმპოზიუმი;

ე) ვორქშოფი;

ვ) კონკურსი;

ზ) ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ა.შ.)

თ) სემინარი-ტრეინინგი;

ი) დარგობრივი გამოფენა.

სამგზავრო საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური სფერო;

  • ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;

  • ღონისძიებისდან მიღებული პოტენციური სარგებელი და მოსალოდნელი შედეგი;

  • ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N18-ს ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.



წყარო : https://grants.gov.ge/ka/...160

დამატებულია: 15-05-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-05-2019 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;

სექტორი: სხვა



სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ