კონკურსი ტრენინგების ჩატარებაზე
წყარო: CHCA
- განაცხადის ბოლო ვადა
- 03.06.2019
- საიტზე დამატებულია
- 21.05.2019
კონკურსის შესახებ:
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" არის ქართული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია გაზარდოს ინდივიდებისა და საზოგადოების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს მოწყვლად პირთა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობები შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" (CHCA), "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა" (KRDF) და არბაიტერ სამარიტერ ბუნდის (ASB) საქართველოს ოფისს შორის 2018 წლის 09 მარტს გაფორმებული #GEO 1804 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში გთხოვთ, წარმოადგინოთ შემოთავაზება სჰც "აფხაზეთისა" და "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის" განაცხადზე: "RFP 142-0616-"კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა (CCC) ქსელის შესაძლებლობების შექმნა" განსაზღვრული მომსახურების მოწოდებისთვის.
CCC ქსელის შესაძლებლობების შექმნა გულისხმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ ტრენინგების კურსს.
ლოტი #1: ტრენინგები თემაზე:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პირველადი კვლევა;
** ეფექტური კოალიციებისა და ქსელების ჩამოყალიბება და მართვა;
** სავარაუდო ღირებულება (ჰონორარი) - 8000 ლარი. (დანართი #1)
ლოტი #2: ტრენინგები თემაზე:
** ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
** ადგილობრივი ბიუჯეტი - ფორმირება და მონიტორინგი;
** ფონდების მოძიება და პროექტის განვითარება;
** სავარაუდო ღირებულება (ჰონორარი) - 9000 ლარი. (დანართი #2)
საქართველოში იურიდიულად რეგისტრირებულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს სურვილისამებრ შეუძლიათ შემოიტანონ განცხადება როგორც ერთ, ისე ერთდროულად ორივე ლოტზე.
საკონკურსო წინადადებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიების მიღება შესაძლებელია ელ. ფოსტის მისამართზე: g.vakhtangashvili@chca.org.ge ან/და სჰც "აფხაზეთის" ოფისში, 10:00-17:00, მისამართი: ქ. თბილისი, შროშის ქ. #4.
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.
საკონკურსო წინადადებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 03 ივნისი, 17:00 საათი.
საკონკურსო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
595111477
გვანცა ვახტანგაშვილი
წყარო : http://jobs.ge