ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000454 დასრულებული

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკური

წყარო: იაპონიის საელჩო საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
12.08.2019
საიტზე დამატებულია
17.06.2019

გრანტის შესახებ:

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გამოცხადდა კონკურსის მეორე რაუნდი!
განაცხადების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 12 აგვისტოს 15:00–მდე (თბილისის დროით), შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: grassroot2@tb.mofa.go.jp

შეგახსენებთ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის პირობებს:

თითო გრანტის საორიენტაციო მოცულობა:
70 000 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა:
1 წელი

რა ტიპის ხარჯები შეიძლება დაფინანსდეს?
მშენებლობა ან რეაბილიტაცია ან მძიმე ტექნიკის შეძენა

რა არ შეიძლება დაფინანსდეს:
ხელფასი
დღგ
მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული)
მხოლოდ ერთჯერადი აქტივობები (ტრენინგები, საინფორმაციო ღონისძიებები)

ვის შეუძლია მონაწილეობა?
2-წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას ან
მუნიციპალიტეტს (მერიას)

მნიშვნელოვანი კრიტერიუმი:
პროექტი უნდა ემსახურებოდეს მწვავე საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებას და სარგებლიანი იყოს მინიმუმ 100 ადამიანისთვის;

პროექტი უნდა იყოს მდგრადი და ფუნქციონირებდეს მინიმუმ 10 წელი დასრულებიდან
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: grassroot2@tb.mofa.go.jp

ასევე, დეტალური ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმის შესახებ და შესავსები ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/…/development_assistance_eng…


წყარო : https://www.facebook.com/Embassy-of-Japan-in-Georgia...