ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000456 დასრულებული

კონკურსი დოკუმენტური ფილმის მომზადებაზე

წყარო: IWPR

განაცხადის ბოლო ვადა
17.07.2019
საიტზე დამატებულია
23.06.2019

კონკურსის შესახებ:

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი პროექტის ხმის მიცემა, ცვლილების ინიცირება - დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის სტეპებამდე ფარგლებში გეგმავს დოკუმენტური ფილმის მომზადებას, მმართველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ცენტრალური აზიის, კავკასიის, და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ფილმი უნდა განიხილავდეს შემდეგ თემებს აღნიშნული ქვეყნების კონტექსტში: გარემოს დაცვა, ქალებისა და გოგონების წინაშე არსებული გამოწვევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზეგავლენა საზოგადოებაზე, მმართველობა და კორუფცია, კონფლიქტები.

ფილმის მიზანია წარმოაჩინოს ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო პრობლემები, რაც მოემსახურება საზოგადოების მხრიდან მმართველობის პრობლემების უკეთ გააზრებას და ქვეყნებს შორის წაახალისებს კონსტრუქციული დისკუსიის დაწყებას საერთო პრობლემების ერთად მოგვარებისთვის. ფილმმა მაყურებელს რეალისტურად უნდა დაანახოს ყოველდღიური ცხოვრება ამ ქვეყნებში, ის უნდა შეიცავდეს ნამდვილ ისტორიებს და წარმოაჩენდეს ყველა რელევანტური მხარის პოზიციას.

პროექტი ხმის მიცემა, ცვლილების ინიცირება - დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის სტეპებამდე მხარს უჭერს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვას უკრაინაში, მოლდოვაში, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით.

მოთხოვნები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ფილმის წარმოების სრულ პროცესზე. ფილმი უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო.

შესრულებული სამუშაო უნდა მოიცავდეს:

** ფილმის კონცეფციას;
** ფილმის სცენარს;
** სახელმძღვანელო წესებს ინტერვიუებისთვის (guidelines);
** გადაღებებსა და ინტერვიუების ჩატარებას ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, უკრაინასა და მოლდოვაში.
** ფილმის მონტაჟს;
** ფილმის პრომოს.

თითოეული პუნქტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს IWPR-თან.

ორგანიზაციის წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 60 დღის განმავლობაში.

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2019.

ვადები:

წინადადებების წარმოდგენასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ანა დაბრუნდაშვილს, პროექტის მენეჯერს: caucasusprogramme@iwpr.net არაუგვიანეს 07/17/2019.

წინადადებები გაუგზავნეთ ანა დაბრუნდაშვილს caucasusprogramme@iwpr.net

განცხადების სრულად სანახავად ჩამოტვირთეთ მიბმული ფაილი. განცხადების ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2N1m1QW


წყარო : http://jobs.ge