projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
88



საქართველოს მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება

უნიკალური ნომერი: 000466

გრანტის შესახებ :

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;

  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

ღონისძიების გრანტით ფინანსდება საგრანტო პროექტი, რომელიც ეხება ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, რომლის შედეგად მოხდება ინფორმაციის გაცვლა/გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება.

ღონისძიების საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;

  • ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;

  • ღონისძიების მოსალოდნელი შედეგები და სარგებელი;

  • ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N18-ს ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.


წყარო : https://grants.gov.ge/ka/...173

დამატებულია: 04-07-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-07-2019 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9 დღე;

სექტორი: სხვა


25-01-2019

THE ASIAN DEVELOPMENT BANK ფინანსური ჩართულობა მიკრო და მცირე საწარმოთა ზრდისათვის

28-01-2019

განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

15-07-2019

მცირე გრანტების პროგრამა

22-01-2019

კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)

22-01-2019

კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)

25-01-2019

THE ASIAN DEVELOPMENT BANK ფინანსური ჩართულობა მიკრო და მცირე საწარმოთა ზრდისათვის

28-01-2019

განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

15-07-2019

მცირე გრანტების პროგრამა


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები

















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ