ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000477 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
20.08.2019
საიტზე დამატებულია
18.07.2019

გრანტის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა".

კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

საგრანტო კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას. განვითარებას.

კონკურსის ამოცანებია:

** საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ინსტრუმენტების/პროცესების დანერგვა და გაუმჯობესება
** საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სათემო ჯგუფების საქმიანობაში თანამონაწილეობითი მეთოდების დანერგვა და გაუმჯობესება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

** საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს და არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს.
** კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამავე დასახელების წინა კონკურსზე (დეკემბერი, 2018) დაფინანსებული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა პროექტებიც არ არის დასრულებული.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ "GrantCSSI_2019". განაცხადის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი აპლიკაცია მიღებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: +995 322 399019
საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი - გრანტების მენეჯერი
კონრად ადენაუერის ფონდი.


წყარო : http://jobs.ge