საგრანტო კონკურსი კვლევით პროექტებზე
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 27.08.2019
კონკურსის შესახებ:
"კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს საგრანტო კონკურსს ავტორიზებული კვლევითი უნივერსიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსორციუმებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ზრუნვის და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარისხიან სერვისებთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციების ფორმირებას.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაცია გამართავს ღია კარის დღეს 4 სექტემბერს, 11:00 საათზე, "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში" (მის.: ოთარ ჩხეიძის 5, თბილისი).
საგრანტო კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ დანართში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 სექტემბერი, 16:00 საათი.
წყარო : http://jobs.ge