projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
10300


USAID საგრანტო კონკურსი - სასათბურე მეურნეობები

უნიკალური ნომერი: 000553

გრანტის შესახებ:

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, კენკრისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (2000 კვ.მ-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 24, 600 კვ.მ-ისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა. (თანამონაწილეობის ფორმატზე იხილეთ დეტალები ქემოთ). გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, ზრდა პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 093-2005-010-S-2019.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა (18:00 სთ). დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება კონკრეტული საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, "ზრდა" აღარ დააფინანსებს განაცხადებს, შესაბამისად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადის თარიღიც შეიცვლება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 21-10-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-09-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 84 დღე;




14-02-2020

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

01-02-2019

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

02-07-2020

სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

09-06-2020

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) - COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარება

09-06-2020

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) - COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარება

14-02-2020

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

01-02-2019

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

02-07-2020

სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ