ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000550 დასრულებული

მედია კონკურსი

წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
30.11.2019
საიტზე დამატებულია
16.10.2019

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".

ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კონკურსი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

1. სტატია;
2. სატელევიზიო სიუჟეტი;
3. მულტიმედია, ვიდეო მასალა;
4. რადიო;
5. ბლოგი.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადებიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

კონკურსი ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.


წყარო : http://jobs.ge