ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000559 დასრულებული

ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
08.11.2019
საიტზე დამატებულია
25.10.2019

ტენდერის შესახებ:

CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "ეს წალკაა" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე.

ობიექტის ადგილმდებარეობა: ქალაქი წალკა, კლდეკარის ქუჩა, სახლი #5.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება (ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, სარემონტო მასალების მოწოდება მოხდება დამკვეთის მიერ);
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი), ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27, ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org | melano.tkabladze@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს გარეშე (ტექნიკური დავალება იხ. თანდართული ფაილის სახით, სავალდებულო);
** 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (მოეთხოვება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org


წყარო : http://jobs.ge