ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000563 დასრულებული

საგრანტო კონკურსი კვლევით პროექტებზე

წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
16.12.2019
საიტზე დამატებულია
30.10.2019

კონკურსის შესახებ:

"კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს საგრანტო კონკურსს ავტორიზებული კვლევითი უნივერსიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსორციუმებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ზრუნვის და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარისხიან სერვისებთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციების ფორმირებას.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაცია გამართავს ღია კარის დღეს: 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (მის. ოთარ ჩხეიძის 5, თბილისი)

საგრანტო კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ დანართში.(ზიპ ფოლდერში იქნება RFP-ის PDF ვერსია და დანართ 2-ად-ბიუჯეტი)

ყველა დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: healthandcare@ctc.org.ge.

აპლიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ: თიკა დოლიძე (E-mail: tika.dolidze@ctc.org.ge) 2019 წლის 25 ნოემბრამდე.


წყარო : http://jobs.ge