ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000581 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
29.11.2019
საიტზე დამატებულია
20.11.2019

გრანტის შესახებ:

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს "საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია "ფონდი ოქი"-ს ქალთა პროგრამა.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

** ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)
** კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება
** ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების ზრდა
** შემოქმედებითი ინიციატივები, მიმართული ქალთა მოძრაობის განვითარებასა და ცვლილების გამოწვევაზე

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
** პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6-8 თვემდე.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ, მოგვწეროთ ან მოხვიდეთ ჩვენთან ოფისში 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, სამშაბათს და პარასკევს 15:00 -17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 18 დეკემბერი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,
მე-4 სადარბაზო, I სართული,
ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org


წყარო : htpp://jobs.ge