projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
4409


სოფლისა აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000582

პროგრამის შესახებ:

განაცხადების მიღება განახლებულია 2019 წლის 1 ნოემბრიდან

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში.
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

პროგრამის მიზნები:

• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;

პროგრამის პრიორიტეტები:
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ. თბილისში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ბენეფიციარებზე, რომელთაც სურთ თანადაფინანსების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა (ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).

• ხურმა;
• ვაშლი;
• ატამი;
• ბოსტნეული;
• დაფნა;
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : http://arda.gov.ge/projects/read/agricultural_industry


წყარო : http://arda.gov.ge

დამატებულია: 20-11-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 149 დღე;




12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის

02-04-2019

მედიაცია და არბიტრაჟი

28-07-2020

საგრანტო კონკურსი

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

12-05-2020

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის

02-04-2019

მედიაცია და არბიტრაჟი

28-07-2020

საგრანტო კონკურსი


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ