იდეების კონკურსი
წყარო: ორბელიანი საქართველო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 09.12.2019
კონკურსის შესახებ:
იდეების კონკურსი - შეცვალე შენი ქალაქი
არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" (https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/) აცხადებს იდეების კონკურსს ქალაქ ჭიათურასა და ტყიბულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კონკურსი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ახალგაზრდების მობილიზებასა და ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
"ორბელიანი" ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა საქართველოში საზოგადოების სარგებელზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად. იდეების კონკურსის მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გაზრდა საქართველოში. "ორბელიანმა" მხარი დაუჭირა მოქალაქეთა ინიცირებულ 250 პროექტს, რომლის განხორციელებაშიც 5, 000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობრივად იყო ჩართული. დაფინანსებული იდეების სანახავად ეწვიეთ: app.orbeliani.net
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?
იდეის წარდგენა შეუძლია ქ. ჭიათურასა და ტყიბულში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს (15-დან 29-წლის ჩათვლით). თუმცა, იდეის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვადასხვა ასაკის მოხალისეთა ჯგუფს.
სად უნდა განხორციელდეს იდეა?
იდეის განხორციელება უნდა მოხდეს ქალაქ ჭიათურასა და ტყიბულში, ამავე ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ.
რა ტიპის იდეები დაფინანსდება?
ნებისმიერი სოციალურ ინიციატივა, რომელსაც შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა. კონკურსის თემატიკა შეიძლება იყო:
** სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე/ან გარემოსდაცვით საკითხზე ადვოკატირების კამპანია, ცნობიერების ამაღლების კამპანია;
** მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა;
** სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებისთვის;
** სათემო ინფრასტრუქტურული ინიციატივები;
** გარემოსდაცვითი ინიციატივები.
რამდენია ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი?
"ორბელიანის" მიერ დაფინანებული ინიციატივის ბიუჯეტი, როგორს წესი განსხვავებულია, და დამოკიდებულია ინიციატივის შინაარსზე და მისთვის საჭირო ნივთების ღირებულებაზე. გაითვალისწინეთ, რომ იდეების შეფასებისას ეკონომიურობა/მოთხოვნილი ნივთების შეფასება მოსალოდნელ შედეგთან ინიციატივის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია.
ორივე ქალაქში დაფინანსდება სულ მცირე 5-5 ინიციატივა.
როგორ შევავსოთ განაცხადი?
შეავსეთ მარტივი განაცხადი ჩვენს ინტერნეტ პლატფორმაზე (app.orbeliani.net) და მიუთითეთ ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს მოთხოვნილი ნივთი/ნივთები გადაეცემა და/ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება. პლატფორმაზე მხოლოდ გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება.
იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.
იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი.
კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს, ელფოსტაზე: nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით: https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/
წყარო : http://jobs.ge