კონკურსი ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე
წყარო: საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 26.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 16.12.2019
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია" აცხადებს კონკურსს, 2020 წლის ევროპის ქვიშის ხელბურთის ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე.
2020 წლის 3 - 5 ივლისს, საქართველო, ბათუმი, უმასპინძლებს ევროპის ქვიშის ხელუბრთის ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის 10 ქალთა და 10 კაცთა ეროვნული ნაკრებები
კონკურსის პირობები:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ლოგოს შექმნის გამოცდილება (გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი).
** კონკურსის თემა უნდა ხელბურთი, ქვიშის ხელბურთის სიმბოლიები - სანაპირო, ქვიშა, მზე, ბურთი (შესაძლებელია ბათუმის ელემენტების გამოყენება)
** ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას სამომავლოდ, გამოყენებული იქნას მედლებსა, თასსა, ატრიბუტიკასა და სუვენირებზე.
** საქართველოს ხელბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება გამარჯვებულ ლოგოს გამოყენებაზე.
** ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).
ლოგო შექმნისას გაითვალისწინეთ:
** ჩემპიონატთან შესაბამისი ორენოვანი წარწერა - ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში 2020 /Beach Handball European Championship 2020 (შესაძლებელია გამოიგზავნოს ორ ვარიანტად, ცალკე ინგლისური და ცალკე ქართული წარწერებით)
** უნდა იყოს ადვილად აღქმადი
** უნდა იყოს ორიგინალური დიზაინის
** უნდა იყოს მარტივი და უნიკალური
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, ნამუშევრები შეფასდება შემდეგი
კრიტერიუმებით:
** ვიზუალური მხარე;
** კონცეფცია;
ნამუშევრების მიღებისს ბოლო ვადაა - 26 დეკემბერი
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 500 ლარის ოდენობით.
საკონკურსო ნამუშევრები და საკონტაქტო ინფორმაცია მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Marketing@geohandball.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "Beach Handball Logo"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599302602
წარმატებებს გისურვებთ!
წყარო : http://jobs.ge