projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
885


ევროპის საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000648

გრანტის შესახებ:

"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

"ევროპის ფონდის" შესახებ

"ევროპის ფონდის" მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერისა და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებს უწყობს ხელს.

ფონდის მანდატი და მიდგომები ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ინტეგრაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა, და ღია კარის საგრანტო პროგრამა. ევროპის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

პრობლემის აღწერა

ინსტიტუციური განვითარების დაბალი დონე და სუსტი მმართველობა ხშირად აბრკოლებს ახლად შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებას და ხელს უშლის მათ დაფინანსების მოზიდვასა და თემებთან მდგრადი კავშირის დამყარებაში. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, ახლად დაარსებულ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ სტრატეგიული განვითარების თანმიმდევრული გეგმა, ეფექტური ქსელური მუშაობისა და პარტნიორობის პრაქტიკული გამოცდილება, რაც აფერხებს მათ ჩამოყალიბებას მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტორებად.

კონკურსის მიზანი და ამოცანები

კონკურსის მიზანია ახლად შექმნილი სსო-ების განვითარებაში წვლილის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი თემების აქტუალური პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში.

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:

** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** ​სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, ახლად დაარსებულ, არამომგებიან, არაკომერციულ სსო-ებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი წლის მუშაობის გამოცდილება აქვთ. პროექტის განხორციელებაში არ უნდა ჩაერთონ (როგორც გრანტის ფარგლებში ანაზღაურებადი თანამშრომლები): საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაფინანსება:

საკონკურსო პროექტებისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15, 000 ლარს თითოეულ პროექტზე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე.

საგრანტო თანხების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პროექტის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებული შემდეგი საქმიანობების დასაფინანსებლად:

** მონაცემებისა და ფაქტების შეგროვებასთან დაკავშირებული ხარჯები;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები (მაგ. ფართის დაქირავება, თარგმანი, ტექნიკის შეძენა და ა.შ.);
** კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებს შორის (ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა); - პროპორციულად განაწილებული ხელფასები პროექტის ძირითადი განმახორციელებლებისთვის (მაგ. დირექტორი, ბუღალტერი) და ზომიერი ჰონორარები პროექტის ექსპერტებისთვის;
** პროექტის მონაწილეთა ტრანსპორტირება;
** შეზღუდული ოდენობის ტექნიკის (მაგ. ფაქსი, კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა) და საკანცელარიო ნივთების შეძენა;
** პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ხარჯები.

ევროპის ფონდი არ აფინანსებს:

** ჰუმანიტარულ პროექტებს;
** პოლიტიკურ საქმიანობას ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას;
** პოლიტიკური მიზნების ლობირებას (შესაძლოა, ფონდმა მხარი დაუჭიროს მხოლოდ საზოგადოებრივი და სოციალური სარგებლის მომტანი საკითხების ლობირებას);
** განმცხადებლის სასამართლო საქმეების განხილვას ან სასამართლო დავებს;
** რელიგიურ საქმიანობას;
** კომერციული მიზნებით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;
** ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობას;
** სესხების დაფარვას;
** თეორიულ და ბაზრის კერძო კვლევებს;
** სასწავლო სტიპენდიებსა და სამოგზაურო გრანტებს.

შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები

შერჩევის ობიექტური და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველსაყოფად, საპროექტო წინადადებებს ევროპის ფონდის მიერ მოწვეული დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭო განიხილავს. გრანტის გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდი მიიღებს. განხილვის პროცესში, შესაძლოა, ფონდმა განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს, სამი სამუშაო დღის ვადაში.

გრანტები დაიცემა იმ პროექტებზე, რომლებიც:

** შეიცავენ დეტალურ და განხორციელებად გეგმას მიმართულს მინიმუმ ერთი ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაზე, რომლის არსებობაც დასაბუთებული იქნება ფაქტებით გამყარებული შეფასებით;
** უზრუნველყოფენ სამიზნე თემების ფართო ჩართვას პრობლემის იდენტიფიცირებისა და მოგვარების პროცესში, ადგილობრივ მედიასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის მექანიზმებს; სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური დიალოგის მეთოდებს და ეფექტურ ძალისხმევას ადგილობრივი თემების წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტაზე მათივე ჩართულობით;
** შეიცავენ დასაბუთებულ და რეალისტურ სამოქმედო გეგმას ორგანიზაციული ზრდის ხელშეწყობისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მმართველობის და ზოგადი მენეჯმენტის გაუმჯობესებას, ორგანიზაციის მმართველი საბჭოს და განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიულ გეგმის შექმნას, დაფინანსების მოძიების, თანამედროვე ბუღალტერიის, ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობების გეგმების ჩამოყალიბებას;

პრიორიტეტი მიენიჭება პარტნიორული პროექტების დაფინანსებას, რომლებიც გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, კვალიფიციურ ადგილობრივ სსო-ებსა და მედიასთან თანამშრომლობას მოიაზრებს.

პროექტის შეფასებისას ასევე გათვალისწინებული იქნება შემდეგი ზოგადი კრიტერიუმები:

** კონკურსის პირობებთან და ამოცანებთან შესაბამისობა;
** ევროპის ფონდის მისიასა და მანდატთან შესაბამისობა;
** მეთოდოლოგიის ეფექტურობა, რეალისტურობა და მიზანზე ფოკუსირება;
** პროექტის ზეგავლენის მასშტაბი და მნიშვნელობა;
** მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (ლოგიკური მოდელი), რაც უზრუნველყოფს პროექტის შედეგების ობიექტურად და ეფექტურად გაზომვას;
** გენდერული ანალიზი, პროექტის აქტივობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ჩართულობისა და პროექტის შედეგებზე მათი თანაბარი წვდომის დასასაბუთებლად ((დეტალური ინფორმაცია გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმისაწვდომია თანდართულ კითხვარში და ფონდის ვებგვერდზე http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2016/08/gender_mainstreaming_checklist_geo.pdf);
** უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, რაც უმცირესობების წარმომადგენლებზე პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების პირდაპირ ან ირიბ ზეგავლენას მიემართება (დეტალური ინფორმაცია უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმისაწვდომია თანდართულ კითხვარში და ფონდის ვებგვერდზე http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2016/07/minority-checklist-GEO.pdf)
** პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და მოწვეული ექსპერტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება;
** პროექტის ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა;
** პროექტის მონიტორინგი და შედეგების შეფასების მეთოდის ეფექტურობა ;
** პროექტის შედეგების მდგრადობის ხარისხი.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

განმცხადებლებმა "ევროპის ფონდში" სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 24 თებერვლის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: nnemsitsveridze@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: EMC Small Grants Competition).

კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები (ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე http://www.epfound.ge/ge/grants-ge/application-forms/):

** პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
** შევსებული ლოგიკური მოდელის ფორმა
** დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
** შევსებული გრანტის მენეჯმენტის კითხვარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები გენდერულ მიდგომას და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში (იხილეთ ევროპის ფონდის გენდერული ანალიზისა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების თანდართული კითხვარები).

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატს შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი ევროპის ფონდის განკარგულებაში რჩება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ფონდი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან ევროპის ფონდის დამფინანსებლების მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ევროპის ფონდი, თბილისი, კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43. საკონტაქტო პირი: ვიქტორ ბარამია, პროგრამის მენეჯერი (vbaramia@epfound.ge)

საგრანტო კონკურსის განრიგი:

კონკურსის გამოცხადება: 2020 წლის 31 იანვარი
კითხვა-პასუხის სესია ფონდში: 2020 წლის 13 თებერვალი, 16:00
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 01-02-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 24-02-2020 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;


04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი

01-02-2019

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

01-02-2019

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი


სიახლეების გამოწერა























Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ