კონკურსი საჯარო სკოლების შერჩევაზე
წყარო: World Vision
- განაცხადის ბოლო ვადა
- 28.02.2020
- საიტზე დამატებულია
- 24.02.2020
კონკურსის შესახებ:
"დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა" საჯარო სკოლებში
"World Vision საქართველო", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის" პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს "კომპეტენციები დასაქმებისათვის", რომლის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა განათლებასა და შრომის ბაზარზე.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამის დანერგვა საჯარო სკოლებში სწავლის მიტოვების პრევენციისთვის ან სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისთვის. აღნიშნული პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებით შეიქმნა შეკუმშული კურიკულუმი და შესაბამისი საგანმანათლებლო მასალა სწავლების რეკომენდებული მეთოდოლოგიის მითითებით საბაზო საფეხურის ანუ VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის "წიგნიერებასა" და "მათემატიკურ წიგნიერებაში". კურიკულუმების მიზანია სასწავლო პროცესებიდან გარიყულ ან სწავლის ვადაზე ადრე, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულებამდე მიმტოვებელ მოზარდებში გარკვეული პროფესიული კვალიფიკაციის მიღების მზაობისთვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება, ასევე საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ამაღლება.
აღნიშნული კურიკულუმების და მეთოდოლოგიის ზოგადი განათლების სისტემაში დასანერგად შეირჩევა 10 საჯარო სკოლა საპილოტედ იმერეთის (ბაღდათი, ზესტაფონი, ქუთაისი), სამცხე-ჯავახეთის (ადიგენი, ახალციხე), სამეგრელოსა (სენაკი, ზუგდიდი) და მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, საგურამო) რეგიონებიდან.
პროგრამა ოთხი თვე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** 10 საჯარო სკოლის შერჩევა
** 20 პედაგოგის/ახალგაზრდული მუშაკის შერჩევა
** 20 პედაგოგის/ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების 3 დღიანი ტრენინგ-კურსი
** შერჩეულ სკოლებში პროგრამის პრეზენტაცია და საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყება
თითოეულ სკოლასთან სათანამშრომლოდ შეირჩევა ერთი პედაგოგი და ერთი ახალგაზრდული მუშაკი, რომლებიც სრულად გაუძღვებიან საგანმანათლებლო პროცესს.
პროგრამაში ჩართვის მსურველ საჯარო სკოლის ხელმძღვანელებს, გთხოვთ, ტიტულატურ ფურცელზე მომზადებული წერილის ელექტრონული ვერსია გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: Irakli_giorbelidze@wvi.org. წერილის გამოგზავნის ბოლო ვადა: 12:00 სთ, 28 თებერვალი. წერილის ფორმატი, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტად.
ელფოსტის სათაურის ველში ჩაწერეთ: დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა.
დაინტერესებული საჯარო სკოლების ხელმძღვანელობასთან ჩატარდება გასაუბრება, საჯარო სკოლები შეირჩევა რეგიონის/ქალაქის/თემის ბალანსის მიხედვით.
საკონტაქტო პირი: ირაკლი გიორბელიძე, პროექტის კოორდინატორი. ტელ: 0322 15 75 15
წყარო: http://jobs.ge