კონკურსი ხილის/ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების შესახებ
წყარო: სასოფლო საკონსულტაციო სამსახური
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.04.2020
- საიტზე დამატებულია
- 30.03.2020
კონკურსის შესახებ:
შპს "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" პროექტი Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ბოსტნეულის, კენკრის და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით Zrda პროექტის სამიზნე თემებში (იხ.დანართი 2). კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ფერმერები ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან მოაწყონ 0.1 - 1.0-ჰექტრამდე ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა) კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები: ჩითილის წარმოება, ირიგაციის და ფერტიგაციის თანამედროვე სისტემები, მავნებლების მართვის ინტეგრირებული მეთოდები, სარეველების კონტროლი და სხვა. შესაძლებელია, ფერმერმა მოაწყოს 1 ჰა-ზე მეტი ფართის სადემონსტრაციო ნაკვეთი სურვილისამებრ. ასეთ შემთხვევაში, პროექტი თანამონაწილეობას გაწევს მხოლოდ 1 ჰა-ზე.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2020 წლის 24 აპრილისა (17:00 საათი) შპს "სასოფლო საკონსუტაციო სამსახური"-ს ოფისში ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი
ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@ras.ge
წყარო: http://jobs.ge