პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა
წყარო: APMA
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.05.2020
- საიტზე დამატებულია
- 08.04.2020
პროექტის შესახებ:
პროგრამის მიზანი და ამოცანები
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება სავალუტო კურსის ცვალებადობის მიუხედავად.
პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:
ა) პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით;
ბ) ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.
პროგრამის მიზნობრივი პროდუქტები:
-
ბრინჯი
-
მაკარონის ნაწარმი
-
წიწიბურა
-
მზესუმზირის ზეთი
-
შაქარი
-
ხორბალი
-
ხორბლის ფქვილი
-
რძის ფხვნილი
-
ლობიო
ბენეფიციარი - საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს ზემოთ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს.
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას.
წყარო: http://arda.gov.ge/