projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
640


განათლების კონკურსები მოხალისეობის თემაზე

უნიკალური ნომერი: 000727

კონკურსის შესახებ:

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) მიერ, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან" (CSI), "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან" (CTC), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" (CSRDG) და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან" (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია "კონრად ადენაუერის ფონდი".

პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოება.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

კონკურსის შესახებ:

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC) აცხადებს მოხალისეობასთან დაკავშირებულ ორ კონკურსს:

1. ესეების კონკურსი "მოხალისეობის ისტორია საქართველოში";
2. საქართველოს მოხალისე 2020.

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

კონკურსის პირობები:

1. ესეების კონკურსი "მოხალისეობის ისტორია საქართველოში":

მოხალისეობის თემაზე შექმნილი საკონკურსო ესე უნდა მსჯელობდეს საქართველოში მოხალისეობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს მოხალისეობის ფაქტებით როგორც ქართული ეთნოგრაფიიდან, ასევე საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებიდან.

2. საქართველოს მოხალისე 2020:

კონკურსი გამოავლენს საქართველოში თანამედროვე მოხალისეობის საუკეთესო მაგალითებს. მოხალისის/მოხალისეთა ჯგუფების საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ სფეროს.

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა:

ესეების კონკურსში "მოხალისეობის ისტორია საქართველში" - საკონკურსო ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოცულობით 5-7 გვერდი; შრიფტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 12, ხაზებსა და აბზაცებს შორის დაშორება - 1, 5.

განაცხადს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

** ნამუშევრის ავტორი;
** ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსში "საქართველოს მოხალისე 2020" - მონაწილე პირმა/ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ინფორმაცია (2-3 გვერდი) მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს 2019-2020 წლების პერიოდს და აღწერილი უნდა იყოს მოხალისეობრივი ინიციატივის/ინიციატივების შინაარსი, ასევე თუ რა ზეგავლენა მოახდინა აღნიშნულმა საქმიანობამ საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებზე. საჭიროების შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებებთან/დამადასტურებელ მასალებთან ერთად.

განაცხადს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

** კონკურსანტის სახელი, გვარი;
** კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო ესეებისა და აპლიკაციების ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში:

აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ელექტრონული ფოსტის სათაური უნდა იყოს "საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე".

ხოლო ბეჭდური ვერსიების მოწოდების შემთხვევაში, საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში წარწერით "საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე" და გამოიგზავნოს ან წარდგენილი იქნას შემდეგ მისამართზე:

ქუთაისი, პავლე ინგოროყვას ქ. #64;
"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი"
ტელ: (0431) 25 13 30
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი

შენიშვნა: საკონკურსო ესსესა და აპლიკაციის წარმოდგენა შეუძლია როგორც მასალის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, ავტორის წერილობითი თანხმობით;

კონკურსის ვადები:

26 ივნისი, 2020 - კონკურსის გამოცხადება;
31 აგვისტო, 2020 - საკონკურსო მასალები მიღების ბოლო დღე;
5 სექტემბერი, 2020 - საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკაციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
სექტემბერი, 2020 - დაჯილდოვება.

აპლიკაციების შეფასება:

წარმოდგენილ მასალებს განიხილავს და შეაფასებს "განათლების განვითარების და განათლების ცენტრის" მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

შეფასების კრიტერიუმები:

ესეები:

** თემასთან შესაბამისობა - 30%
** სიღრმისეული ანალიზი და მსჯელობა - 30%
** საინტერესო, კრეატიული და მიმზიდველი მკითხველისთვის - 30%
** გრამატიკულად და ტექნიკურად გამართული - 10%.

მოხალისე 2020:

** თემასთან შესაბამისობა - 30%
** მოხალისეობრივი საქმიანობის გავლენა საზოგადოებაზე - 30%
** საზოგადოების პოზიტიური აღქმა - 30%
** გრამატიკულად და ტექნიკურად გამართული - 10%.

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება ისეთ ისტორიებს, რომელიც ორგანიზებული იქნა დროის ბანკის გამოყენებით.

ინფორმაცია დროის ბანკის შესახებ:

ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომელიც დაფუძნებულია გაცემა-მიღების პრინციპზე. აღნიშნული მოდელი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან წარმატებით მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში დროის ბანკის დანერგისათვის ქართულად ადაპტირდა ვებ -გვერდი www.timerepublik.com, სადაც დღეისთვის 5000-მდე ქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული. რომელიც მზადაა საკუთარი უნარები, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მას, ვისაც ეს სჭირდება. ვებ გვერდი აერთიანებს მოტივირებულ და მოხალისეობით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად ის ხელს უწყობს სოციალური კავშირების გაღრმავებას არამხოლოდ მცირე თემებს შორის, არამედ რეგიონალურ ურთიერთობებსაც სხვადასხვა პროფესიის, ინტერესების მქონე ადამიანებს შორის.

გამარჯვებულთა პრიზები:

** საუკეთესო ესე - პრიზი, 300 ევროს ექვივალენტი ლარში (ერთი გამარჯვებული)
** მოხალისე 2020 - პრიზი, 300 ევროს ექვივალენტი ლარში (ერთი გამარჯვებული).

დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტებისთვის:

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და გამოცემებში ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტით, მისამართზე: [email protected]
მობილურით: 595 35 16 77
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი.

ინფორმაცია კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა, პრობლემების მოგვარების მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 60-ზე მეტი პროექტი განახორციელა ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:

http://www.edec.ge
https://www.facebook.com/ngoEDEC


წყარო:http://jobs.ge

დამატებულია: 26-06-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-08-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;




28-07-2020

საგრანტო კონკურსი

25-01-2019

ევროინტეგრაცია

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

28-07-2020

საგრანტო კონკურსი

25-01-2019

ევროინტეგრაცია

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ