საგრანტო კონკურსი მედიაორგანიზაციებისთვის
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 23.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 17.07.2020
კონკურსის შესახებ:
ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიას შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას.
ევროპის ფონდი ეძებს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემის საფუძვლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართვის ინტერესი და შესაძლებლობა ექნებათ და ამავდროულად, საგამოძიებო და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდასაჭერისათვის მეტი პარტნიორის (მაგ. საინფორმაციო სააგენტოები, საგამოძიებო ნაწილები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ.) მობილიზებას შეძლებენ. თემები შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, პოლიტიკურ კორუფციას ან კორპორატიულ დანაშაულს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გამოცდილ საგამოძიებო ჟურნალისტებსა და პროფესორებთან (აშშ) ტრენინგების გავლის უპრეცენდენტო შესაძლებლობა. ტრენერები იმუშავებენ განცხადებელ ორგანიზაციებთან იდეების გენერირების, ჟურნალისტური გამოძიების წარმართვისთვის ახალი ტექნიკის სწავლების და რეალისტური სამოქმედო გეგმების შემუშავების კუთხით. წარმატებულ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დამატებითი მხარდაჭერის მიღების საშუალება ექნებათ, რაც გულისხმობს გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) მიერ დაწესებულ საერთაშორისო კონკურსში Global Shining Light Award (იხ. https://gijn.org/awards/) მათი მონაწილეობის მხარდაჭერა.
მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კოლაბორაციული პროექტისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 75,000 ლარს.
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 23 ივლისის 17:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Watchdog Reporting for Change).
წყარო: regmarket.ge