საგრანტო კონკურსი მედია ორგანიზაციებისთვის
წყარო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.08.2020
- საიტზე დამატებულია
- 14.08.2020
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის - COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა
გადაუდებელი გრანტები მედია ორგანიზაციების მხარდასაჭერად
პროექტის შესახებ:
"COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის რეგიონული პროექტი, რომელსაც "IREX ევროპა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მცირე და საშუალო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი აქტივისტებისა და მედიის მხარდაჭერას, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალდნენ და საქმიანობის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ.
მიმდინარე საგრანტო კონკურსი - ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მიმდინარე კონკურსი იწვევს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ობიექტური ინფორმაციის გაშუქებაზე, ებრძვიან დეზინფორმაციას, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალდნენ, არ აქვთ საქმიანობის ეფექტურად გაგრძელების რესურსი და, ამავდროულად, აქვთ გრანტის მეშვეობით განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნების პოტენციალი.
LOT 4: გადაუდებელი ორგანიზაციული დახმარება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ითვალისწინებს 10.000 ევრომდე რეგიონული მედიის და 15.000 ევრომდე ადგილობრივი მედიის მხარდაჭერას და ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის შემდეგი აქტივობების მხარდაჭერას:
** ორგანიზაციული ხარჯი (მაგალითად ხელფასები, ოფისის ქირა, უსაფრთხოება, და ა.შ.)
** კრიზისიდან გამომდინარე სპეციფიური აქტივობების მხარდაჭერა (მაგალითად, პანდემიის დროს ობიექტური ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, უფლებების დაცვის მონიტორინგი /გაშუქება პანდემიის დროს და ა.შ.)
** ექსპერტის ჩართულობის/კონსულტაციების დაგეგმვა - კრიზისთან გამკლავებისთვის შესამუშავებელი სამოქმედო გეგმისთვის;
** ექსპერტის ჩართულობა/კონსულტაციების დაგეგმვა რედაქტირებისა და ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიის შემუშავებისთვის.
გამოცხადებული საკონკურსო გრანტი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონიდან/სოფლიდან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, საზღვრისპირა რეგიონებიდან შემოსულ განაცხადებს. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე იმ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე მომუშავე ორგანიზაციებს/მედიას, რომლებიც პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალდნენ. პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციების განაცხადები არ განიხილება.
საგრანტო მხარდაჭერის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 24 თვე.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
აპლიკანტებმა შევსებული განაცხადის ფორმა (LOT 4 - იხილეთ დანართში) უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org და სათაურის ველში მიუთითონ შესაბამისი LOT-ის სახელწოდება. თუ ვერ ახერხებთ განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
იხილეთ თანდართული ფაილი: აპლიკაციის ფორმა LOT 4.
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2020 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათისა (თბილისის დრო).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: tbilisi@humanrightshouse.org
ტელეფონის ნომერი: 2 38 20 18, +995 595 09 19 44
წყარო: http://jobs.ge