კონკურსი რეგიონული ორგანიზაციების შერჩევაზე
წყარო: ჰერა XXI
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.08.2020
- საიტზე დამატებულია
- 14.08.2020
კონკურსის შესახებ:
კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის აცხადებს რეგიონული ორგანიზაციების შერჩევას დისტანციური ტრენინგზე "მდგრადი განვითარების მიზნები და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები".
კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა უფლებებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს რეგიონებში მცხოვრები გოგონებისა და ქალების საჭიროებებზე ორიენტირებული მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების პროცესს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
დისტანციური სემინარების ციკლი იმართება ინიციატივის ფარგლებში: "ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება საერთაშორისო დონეზე ქალთა უფლებების კოალიციური ადვოკატირების ხელშეწყობის კუთხით". მეორე ეტაპზე გასული მონაწილეები ჩაერთვებიან გასვლით ტრენინგში.
მონაწილეობის პირობები
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. უპირატესობა მიენიჭებათ რეგიონულ ორგანიზაციებს.
** ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
** ორგანიზაციებს, რომელთა პროექტების პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები.
** თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია მაქსიმუმ 2 კანდიდატის ნომინირება. სავალდებულოა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/FvcXJzuFWvVjKR45A
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 აგვისტო
წყარო:http://jobs.ge