3,000 IT სპეციალისტი გადამზადების პროგრამა
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.11.2020
- საიტზე დამატებულია
- 24.11.2020
კონკურსის შესახებ:
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3,000 IT სპეციალისტი გადამზადების პროგრამა ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, მობაილ და გეიმ დეველოპმენტი და ა.შ.
თითოეული კურსი მოიცავს როგორც ინტესნიურ ტრენინგებს, ასევე საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია 500 IT სპეციალისტის გადამზადება, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული IT სასწავლო ცენტრი – New Horizons უზრუნველყოფს.
ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა რომ ჩაერთოს მასში.
ტრენინგებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 30 ნოემბრის ჩათვლით ვებგვერდზე: https://ict.gov.ge/
მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში: 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამა