ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000085 დასრულებული

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

წყარო: ENPARD

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2020
საიტზე დამატებულია
21.01.2019

ENPARD-ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“.

პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2020

პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება სოფლად არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის, ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისა და ეროვნულ დონეზე სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა აღმავალი მეთოდით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  • ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება;

  • თანამონაწილეობრივი მეთოდით ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

· ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით და სტრატეგიის შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • საკონტაქტო პირი: ნინო გაფრინდაშვილი
  • ელ-ფოსტა: gaprindashvili@cenn.org
  • ტელ: (+995) 593 924 844

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.cenn.org/