კონკურსი სამოქალაქო აქტივისტების/ორგანიზაციების შესარჩევად
წყარო: People In Need
- განაცხადის ბოლო ვადა
- 07.04.2021
- საიტზე დამატებულია
- 18.03.2021
კონკურსის შესახებ:
თუ ხართ:
** სამოქალაქო ორგანიზაცია (რეგისტრირებული გასული სამი წლის განმავლობაში), ან
** არაფორმალური/საინიციატივო ჯგუფი და/ან სოციალური აქტივიზმი/მოძრაობა;
თუ თქვენ:
** ცდილობთ ხალხის მობილიზებას თქვენს თემში, რათა გავლენა მოახდინოთ პოზიტიურ ცვლილებებზე,
** გსურთ Წამოჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ არის პოპულარული საზოგადოებაში და გსურთ მათი მოგვარება
** მზად ხართ დრო და ენერგია დაუთმოთ თქვენი ინიციატივის/ორგანიზაციის ან კამპანიის განვითარებას
ჩვენ შენ გეძებთ!
ვინ ვართ ჩვენ?
"სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში" არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ი ახორციელებს, ევროკავშირის დაფინანსებით. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ შერჩეულ მონაწილეებს ცვლილებების მისაღწევად ხედვის შემუშავებასა და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვაში; ასევე, შესაძლებლობების განვითარებასა და რესურსებზე წვდომაში რათა შეძლონ და გეგმები რეალობად აქციონ. ჩვენ მონაწილეებთან ერთად შევიმუშავებთ მათზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს მათი, როგორც საინიციატივო ჯგუფების ზრდას და მიზნების მიღწევას.
ჩვენი პროგრამით, შესაძლებლობა გექნებათ:
** განავითაროთ სტრატეგია თქვენი ინიციატივის / ორგანიზაციის / კამპანიისათვის,
** მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგებში, ისარგებლოთ ქოუჩინგის, მენტორობის პროგრამებით, კონსულტაციებით, სასწავლო ვიზიტებითა და სტიპენდიებით,
** ჩამოაყალიბოთ ან განავითაროთ თანამშრომლობა თქვენს მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან,
** მიიღოთ მხარდაჭერა კვლევის განხორციელებაში და თემატური ცოდნის შეძენაში,
** ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე,
** ერთობლივად იმუშაოთ მსგავს ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან საქართველოში და საზღვრებს გარეთ,
** გაიგოთ, თუ რატომ და როგორ ითანამშრომლოთ კერძო სექტორთან
** აღმოაჩინოთ და შეისწავლოთ რესურსების ორგანიზებისა და მართვის ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გზები
** მოიპოვოთ დაფინანსება თქვენი კამპანიის და ორგანიზაციის შიდა განვითარებისათვის (2021 წლის ივლის-აგვისტოში, ყველა მონაწილე, ვინც წარმატებით გაივლის პროგრამის პირველ ეტაპს, შეძლებს შეიტანოს განაცხადი 10 000 ევრომდე შიდა დაფინანსებისთვის, რაც დაკავშირებულია მათ სტრატეგიულ გეგმებთან)
** გაეცნოთ დაფინანსების სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს სტრატეგიას.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ თანდართულ ფაილებს.
ძირითადი ვადები:
** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადა: 7 აპრილი, 23:30 საათი, ელექტრონული ფოსტა: Georgia-CSA@peopleinneed.cz
** საინფორმაციო სესია: 25 მარტი, 12:00 საათი, ზუმის პლატფორმის გამოყენებით: https://us02web.zoom.us/j/84680853752?pwd=azIrWW9GRE4rVCtkUStGdkh4dE1yQT09
შეხვედრის საიდენტიფიკაციო ნომერი / Meeting ID: 846 8085 3752
შეხვედრის პაროლი / Passcode: 708848
** გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი კითხვები კონკურსის შესახებ 2 აპრილამდე, შემდეგ მისამართზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz
** ინტერვიუ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან: გაიმართება ეტაპობრივად.
** შედეგები გამოქვეყნდება: 6 კვირის ვადაში კონკურსის დასრულებიდან, შემდეგ ვებ გვერდზე - http://www.pin.ge/
წყარო: http://jobs.ge