ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000891 დასრულებული

ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

წყარო: აფხაზინტერკონტი

განაცხადის ბოლო ვადა
05.05.2021
საიტზე დამატებულია
18.03.2021

კონკურსის შესახებ:

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ).

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ
ტელეფონებზე: 593 15 13 35 თამარ ელბაქიძე
599 176 172 ბესარიონ მურუსიძე

საგრანტო კონკურსი ცხადდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობისათვის.

შემოტანის ბოლო ვადა 5 მაისი 2021 წ. 17:00 საათი
განხილვის პერიოდი: ერთი თვე

დაინტერესებული აპლიკანტებისათვის 2021 წლის 20 აპრილს 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ/საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ/შეხვედრა გაიმართება WebEx-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

ონლაინ/შეხვედრის ბმული: Join Zoom Meeting

Meeting ID: 799 5727 0750
Passcode: qs89MT

საგრანტო განაცხადი შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით tamrielb2017@gmail.com ან, პირადად მოიტანოთ დაკონვერტებული ფონდ "აფხაზინტერკონტის" (AIC) ოფისში, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24


წყარო: http://jobs.ge