გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
წყარო: RDA
- განაცხადის ბოლო ვადა
- 04.05.2021
- საიტზე დამატებულია
- 06.04.2021
კონკურსის შესახებ:
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
კომპონენტის მიზნები :
-
მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია;
-
ახალი ენერგო ეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება;
-
გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
-
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
-
სანედლეულო ბაზის განვითარება;
-
სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
კომპონენტის შესახებ :
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას;
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
-
შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
-
სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი)*.
-
სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) - სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტის ბენეფიციარების ტექნიკური დახმარების მიმართულებებია :
-
ა) მარკეტინგის სფეროში (მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების შესახებ) ბენეფიციარის ინფორმირება და ამ მიზნით შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირება;
-
ბ) მარკეტინგულ სერვისებზე წვდომის მიზნით ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნაში დახმარება, თანადაფინანსების გზით.
-
გ) საწარმოს საკვანძო პერსონალის და მენეჯმენტისთვის ტრენინგების ჩატარების ხელშეწყობა;
-
დ) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა.
პირობები
პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.
ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
პროექტის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოები :
-
ა) ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“ წარმოება;
-
ბ) თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“ წარმოება;
-
გ) რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება;
-
დ) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
-
ე) კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
-
ვ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;
-
ზ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
-
თ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
-
ი) ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
-
კ) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
-
ლ) თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
-
მ) ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
-
ნ) ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
-
ო) ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.
დაფინანსების წყაროები
შეღავათიანი აგრო კრედიტი/ლიზინგი
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგრო კრედიტი/ლიზინგის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის #139 განკარგულების მიხედვით.
სააგენტოს თანადაფინანსება
საკრედიტო და სალიზინგო დაფინანსებასთან ერთად, კომპონენტით განსაზღვრულია ბენეფიციართა დაფინანსება სააგენტოს თანადაფინანსებით, შემდეგი პირობებით :
-
კომპონენტის ბენეფიციარებზე სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პროექტში მონაწილე საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ ბენეფიციარის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება, ანუ სესხის ან ლიზინგის გაცემა, ან პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ საკუთარი კაპიტალით სრულად დაფინანსების შემთხვევაში, სათანადო თანხით საწარმოს უზრუნველყოფა.
-
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, არაუმეტეს 500 000 ლარს. სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტ(ებ)ზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით: სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-ით და არა უმეტეს 500 000 ლარისა
-
წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.
-
პროექტის ფარგლებში დაფინანსების წყაროები (მათ შორის სააგენტოს თანადაფინანსება) შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მათ შორის საწარმოს სპეც.ტექნიკითა და წარმოების შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა) შესაძენად/შესაქმნელად (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა).
-
დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება :
-
ა) საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;
-
ბ) მიწის ნაკვეთის შესაძენად;
-
გ) შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.
-
შენიშვნა: თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფოსგან პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობის ახით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა და ვალდებულებები :
ბენეფიციარის თანამონაწილეობას წარმოადგენს პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს თანადაფინანსების გარდა დარჩენილი ფინანსური რესურსი (მათ შორის შეღავათიანი აგრო კრედიტი/ლიზინგი) .
ვალდებულებები :
ბენეფიციარი ვალდებულია შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში*. პროფილის შენარჩუნება ნიშნავს საგრანტო კომიტეტის მიერ განსაზღვრულ საწარმოო გეგმის შესრულებას.
საწარმოს ამოქმედების თარიღი - საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, მაგრამ არა უგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვისა.
ვალდებულებების შესასრულებლად ბენეფიციარმა, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით/გირავნობით უნდა დატვირთოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი საშუალებები. ამავდროულად დასაშვებია, რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.
შესაბამისობის კრიტერიუმები
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნობრივი ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
-
ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
-
პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
-
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონულად წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს;
-
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ან უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას, ხოლო ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში ახალი საწარმოს შექმნას ან არსებული საწარმოს მოდერნიზებას/გაფართოებას ან უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას;
-
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე, გარდა ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში.
-
თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არა უმეტეს ერთი ბიზნეს-გეგმა. ამასთან, იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს თანადაფინანსების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ბენეფიციარს, არ შეიძლება იყოს მეორე კომპონენტის ბენეფიციარი.
-
ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს კომპონენტით დადგენილ საზღვრებს;
-
შექმნილი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებსა და სტანდარტებს.
ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები :
-
ვებ გვერდზე რეგისტრაცია - პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ვებ-გვერდზე;
-
განაცხადის შევსება - გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი;
-
სააგენტო განიხილავს მიღებულ განაცხადებს და მისი პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ;
-
განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს სააგენტოსთან შეთანხებული ფორმატის შესაბამისი ბიზნეს გეგმა (მათ შორის ფინანსური უწყისები) და თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის სესხის/ლიზინგის დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი);
-
დოკუმენტაციაში (ბიზნეს გეგმა და დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი) ტექნიკური ხასიათის ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოსწორება უნდა განხორციელდეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი რესურსით, აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
-
წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარმოდგენილ ბიზნეს გეგმას და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი წინამდებარე პროექტით განსაზღვრულ პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, წარუდგენს დასკვნას და ბიზნეს გეგმას საგრანტო კომიტეტს განსახილველად;
-
საგრანტო კომიტეტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პოტენციურ ბენეფიციარს განესაზღვრება ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ვადა.
-
დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში ბენეფიციართან ფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.
სამთავრობო განკარგულება #139, 27.07.2017.
წყარო: RDA