ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000935 დასრულებული

იდეების კონკურსი - იდეიდან წარმატებამდე

წყარო: რუსთავის ინოვაციების ჰაბი

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2021
საიტზე დამატებულია
24.05.2021

კონკურსის შესახებ:

რუსთავის ინოვაციების ჰაბი პარტნიორებთან ერთად აცხადებს იდეების კონკურსს - "იდეიდან წარმატებამდე" ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და სათემო ჯგუფებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო ორგანიზაციებსა, სათემო და საინიციტივო ჯგუფებს.

შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება ისეთ იდეებს, რომლებიც იქნებიან მდგრადი კოვიდ-19 პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში.

იდეები დაფინანსდება 5000 ლარის ოდენობით.

საპროექტო იდეების ატვირთვა უნდა მოხდეს პლატფორმაზე http://www.orbeliani.net

იდეის წარსადგენად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ პლატფორმაზე, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს "Submit an Idea" და აირჩიოთ კატეგორია "შეცვალე შენი ქალაქი".

პროექტის ფარგლებში, მოხდება გამარჯვებული იდეის დაფინანსება მისი ღირებულების 90%-ით.

იდეების მიღების დასრულების შემდგომ კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო იდეები განთავსდება ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე https://orbelianimeti.ge/ რისი საშუალებითაც იდეის ავტორები მოახდენენ დამატებითი დაფინასების მოპოვებას.

საკონკურსო იდეების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://app.orbeliani.net/

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნო ფოსტაზე revaz@hub.org.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 558 111 633

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


წყარო: http://jobs.ge