ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000942 დასრულებული

კონკურსი ჰაბის ფუნქციების განხორციელებაზე

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

განაცხადის ბოლო ვადა
15.06.2021
საიტზე დამატებულია
31.05.2021

კონკურსის შესახებ:

სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის", აცხადებს კონკურსს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ჰაბ-ის ფუნქციების განსახორციელებლად შიდა ქართლის რეგიონში.

შერჩეული ორგანიზაცია მიიღებს ინსტიტუციურ და ტექნიკურ მხარდაჭერას 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ მიმაგრებული დოკუმენტაცია და სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 10 ივნისს, 18:00-ზე. შეხვედრაზე დასარეგისტრირებელი ფორმა იხილეთ აქ.


წყარო: http://jobs.ge