კონკურსი სახელფასო სტატისტიკის კვლევაზე
წყარო: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.07.2021
- საიტზე დამატებულია
- 28.06.2021
კონკურსის შესახებ:
პროექტი: "ინსტიტუციონალური მხარდაჭერა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს"
საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების სახელფასო სტატისტიკის კვლევა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 01.07.2021-31.07.2021
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ ინფორმაცია:
** ფიზიკური პირის შემთხვევაში რეზიუმე, ხოლო იურიდიული პირის - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
** მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა სპეციფიკის გათვალისწინებით, კვლევის მეთოდოლოგიისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა;
** კვლევის ღირებულება;
** დეტალური ანგარიშის წარმოდგენა კვლევის შედეგების შესახებ ინგლისურ ენაზე.
საკონკურსო წინადადებისა და მეთოდოლოგიების მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: natiaalb@krdf.ge 2021 წლის 25 ივნისიდან 2021 წლის 10 ივლისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კვლევა რეგიონებში 07/21".
საკონკურსო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.
წყარო: http://jobs.ge