საგრანტო კონკურსი სოციალური მომსახურებებისთვის
წყარო: CSRDG
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.08.2021
- საიტზე დამატებულია
- 02.08.2021
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსი "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის"
კონკურსის მიზანი და ამოცანები:
კონკურსის მიზანია შშმ პირების და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
კონკურსის ამოცანებია:
** სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში შემუშავდეს საჭირო შიდა რეგულაციები და ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მიწოდება
** სოციალური მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და განავითარონ გადამისამართების სისტემა რათა უზრუნველყონ ბენეფიციართა მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს (კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში):
** არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ა(ა)იპ;
** საგრანტო განაცხადის წარმოდგენის დროს აწვდის დღის ან/და 24 საათიან სოციალურ მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის არასრულწლოვნებს) ან/და ხანდაზმულებს;
** პროექტით გათვალისწინებული საქმიანობით მოიცავს სულ მცირე 8 ბენეფიციარს;
** ორგანიზაცია იზიარებს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტებს და გამოთქვამს სურვილს/მზაობას მოახდინოს მომსახურებაში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ელემენტების ინტეგრირება;
** პროექტით გათვალისწინებული მომსახურება უნდა იყოს აგებული შემთხვევის მართვის პრინციპზე;
** განმცხადებელი ორგანიზაცია აღიარებს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას და თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე ითვალისწინებს "არ ავნო" პრინციპს. საქმიანობისას პატივს სცემს ადამიანის ინდივიდუალობას და პირად სივრცეს, აქვს მაღალი მიმღებლობა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და სქესის, რელიგიური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის და სექსუალურობის ან სხვა ნიშნის საფუძველზე არ ახდენს ადამიანების ან/და ჯგუფების დისკრიმინაციას.
ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" "საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან" და "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" ერთად. პროექტის მიზანია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და სოციალური ინტეგრაცია.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
** საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მისიაა, საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
** ორგანიზაცია ხელს უწყობს, ქვეყნის მდგრად განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის გზით.
** ჩვენ პატივს ვცემთ თანასწორობას, ადამიანის ღირსებას და გვჯერა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: http://www.csrdg.ge
დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში "საგრანტო კონკურსის პირობები" და სხვა თანდართულ დოკუმენტებში.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ 29 ივლისამდე, ელ. ფოსტაზე ssdp.csrdg@gmail.com
საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო.
წყარო: http://regmarket.ge