ღია კონკურსი საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით
წყარო: გეომედი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.10.2021
- საიტზე დამატებულია
- 31.08.2021
კონკურსის შესახებ:
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდიაცხადებს ღია კონკურსს საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:
I. მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ
-
საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ბ) არ არის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აფილირებული აკადემიური
პერსონალი;
გ) არ არის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი.
-
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
-
პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
-
პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს მისი და პროექტში ჩართული სხვა პერსონალის CV-ები (სამეცნიერო შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა).
-
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად უნივერსიტეტის ელ.ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge , დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შევსებული „სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადის ფორმა“ (დანართი 2).
II. მოთხოვნები გრანტის მიმღების მიმართ
-
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეძენილი ხელსაწყო/დანადგარები, რეაქტივები/სახარჯი მასალა და პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული სხვა შენაძენი, პროექტის დასრულების შემდეგ რჩება უნივერსიტეტის საკუთრებაში.
-
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ერთი ორიგინალური ტიპის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია Scimago Journal Ranking ან/და PubMed ბაზებში.
-
სტატი(ებ)ის გამოქვეყნებისას შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი უნდა იყოს მითითებული ერთადერთ დაწესებულებად (გამონაკლისად დაიშვება დამატებით სხვა დაწესებულების მითითებაც, თუ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კოლაბორაცია საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებასთან).
-
გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში მითითებული უნდა იყოს, რომ კვლევა შესრულდა „შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“.
-
პროექტის ფარგლებში მიღებული ინტელექტუალური საკუთრება რჩება უნივერსიტეტს.
-
პროექტის ხელმძღვანელმა პროექტის მიმდინარეობისას უნდა წარმოადგინოს კვარტალური ანგარიშები, პროექტის შესრულების ეტაპები დროში პროექტის ბიუჯეტის მიხედვით.
-
პროექტის დაფინანსების უწყვეტობა დამოკიდებული იქნება წარმოდგენილ ანგარიშებზე.
III. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
კრიტერიუმები |
ქულა |
|
|
1 |
კვლევით პროექტში მიმოხილული ლიტერატურა უახლესია და სრულყოფილია |
0-10 |
|
2 |
გამოსაყენებელი მეთოდები შეესაბამება პროექტის მიზნებს |
0-10 |
|
3 |
პროექტის ხელმძღვანელს და პროექტში ჩართულ სხვა პერსონალს აქვთ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი გამოცდილება |
0-10 |
|
4 |
მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან/და თეორიული ღირებულება |
0-10 |
|
5 |
პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია |
0-10 |
-
ექსპერტთა ჯგუფის მიერ მინიმუმ 40 ქულით შეფასებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ეგზავნება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს გამარჯვებულის გამოსავლენად.
გამარჯვებული პროექტი ფინანსდება და იდება ხელშეკრულება პროექტის ხელმძღვანელთან.
-
სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
-
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებამდე I პუნქტის, 1 ქვეპუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო იტოვებს უფლებას შეწყვიტოს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება.
-
კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 26 აგვისტოს.
-
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 27 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
-
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 18 ოქტომბერს.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 599 53 06 80
წყარო: გეომედი