ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000998 დასრულებული

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
17.10.2021
საიტზე დამატებულია
27.09.2021

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანი

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირება

2021 წლის 15 სექტემბერიდან - 17 ოქტომბერის 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2021 წლის 22 ოქტომბერის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ნოემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ნოემბერი - პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება.

ჯგუფური კონსულტაციები:

21 სექტემბერი - https://us05web.zoom.us/j/6961793537?pwd=U2xCVytqcUs3cUdWOFlxZzF6QnRFdz09

Meeting ID: 696 179 3537

Passcode: 22CgR9

30 სექტემბერი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში

8 ოქტომბერი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აგვისტოს №176/ნ ბრძანება

  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 13 სექტემბრის N119 ბრძანება

  • ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N119 ბრძანებაში

  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 10

  • დაფინანსების წესი

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში

  • აბსტრაქტი - დანართი 3

  • საპროექტო წინადადება - დანართი 4

  • პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 5 ივსება GMUS-ში

  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ნიმუში) - დანართი 6 ივსება GMUS-ში

  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (ნიმუში) - დანართი 7 ივსება GMUS-ში

  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ -დანართი 9 გენერირდება GMUS-ში

  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 10

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

დამხმარე მასალები

კონკურსის პრეზენტაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;

  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით sp@rustaveli.org.ge08/10/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები - 591017610 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

თამარ ბოკუჩავა - პროგრამული საკითხები

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - ავთანდილ ჯარიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: sp@rustaveli.org.ge


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი