სიახლეები
ნავიგატორი

პილოტური პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე და ქ.მარნეულის მერი.

დამატებულია: 18-03-2019
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში




საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგი საფინანსო სექტორი აღარ არის. ჩამონათვალში საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

დამატებულია: 18-03-2019
წყარო: bpn.ge




პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ხუთი წლის მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 1,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 34,9%-ით ნაკლებია 2017 წლის მონაცემზე. "საქსტატი" ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის არის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში.

დამატებულია: 18-03-2019
წყარო: bpn.ge




სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების თაობაზე პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს - ეს არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონი და კანონი “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, რომელსაც 18 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

დამატებულია: 18-03-2019
წყარო: bpn.ge




სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ 2017 წლის მანძილზე 1,545 თანამშრომელზე 6,640,481 ლარის დანამატი გასცა. 

როგორც „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, ადამიანური რესურსების მართვაში გამოვლენილია ნაკლოვანებები. 

დამატებულია: 17-03-2019
წყარო: commersant.ge




„ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება, პირველ რიგში, ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, იურიდიულ პირებს უნდა მისცემოდათ უფლება ყოფილიყვნენ მეგაპროექტის მონაწილე და მესაკუთრე. თავისუფლად შეიძლებოდა ამ პროექტის ქვეშ, ათასობით საქართველოს მოქალაქეს ჩაედო ფინანსები. - განაცხადა რადიო კომერსანტზე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა.

დამატებულია: 17-03-2019
წყარო: commersant.ge




სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, წელს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება გაიზრდება და 40-50 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. 

ხეჩინაშვილი ამბობს, რომ იდუსტრიის ზრდა ძირითადად გასული წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევამ განაპირობა.

დამატებულია: 17-03-2019
წყარო: commersant.ge




ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.

2019 წლის იანვარში კი საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 77 292 700 დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩინეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

დამატებულია: 17-03-2019
წყარო: bpn.ge




შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობუ

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: commersant.ge




მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა, — აღნიშნა პრემიერ— მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები.

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: commersant.ge




სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: commersant.ge




სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა.  ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა. ამ დრომდე სახელმწიფოს არც არანაირი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ არასრულწლოვნები (ზრდასრულ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობთ) ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაიცვას.

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: commersant.ge




შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის მთავარი ასპექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, განათლების რეფორმის პროცესში USAID-ს მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობებს. 
 

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. ბიზნესფორუმში 30 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.

დამატებულია: 15-03-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.

თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი




დღეისთვის ქართულ ბაზარზე სულ 62 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის წარმოდგენილი, წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი 11-ით არის შემცირებული. ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მცირდება მათი აქტივების მოცულობაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივები 1,457,978,967 ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 65,811,352 ლარით ნაკლებია.
 

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: bm




ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით გამართა. 


საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: bm




"Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის ნომერში თბილისის შესახებ 8 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა. 
თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში თბილისის ტურისტული ადგილები, ძველი ქალაქი, არქიტექტურა, კულტურა და კულინარია არის აღწერილი.


თბილისის შესახებ ჟურნალის „Skylife“ სტატია საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბერლინში - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის უწყების მიერ ორგანიზებულ კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.  როგორც „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეას მუნდტი; გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი; ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგრეტ ვესტაგე

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




15, 16, 17 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სკი კროსში, რომელიც სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს.

მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრში 13 ქვეყნის, მათ შორის: ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge




200-ზე მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი, გადამამუშავებელი, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი, დარგის ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი დღეს რძის სექტორის ყოველწლიურ კონგრესზე შეიკრიბა.

კონგრესის მეხუთე შეკრება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის EU4Business initiative მხ

დამატებულია: 14-03-2019
წყარო: commersant.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ