2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა
ნავიგატორი
2192

2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა

200-ზე მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი, გადამამუშავებელი, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი, დარგის ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი დღეს რძის სექტორის ყოველწლიურ კონგრესზე შეიკრიბა.

კონგრესის მეხუთე შეკრება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის EU4Business initiative მხარდაჭერით.

ვენსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა განაცხადა: „ჩვენ ქართული წარმოების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდასაჭერად, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. შედეგად, სახეზე გვაქვს გაუმჯობესებული ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტები“.

ნინა კუზმინამ, EBRD-ის აგრობიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: „პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, უვნებლობა და ეფექტიანობის გაზრდა ძირითადი ქვაკუთხედია მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანის უზრუნველსაყოფად. ჩვენ რძის კომერციულ მწარმოებლებს ვეხმარებით ცოდნის გაზიარებით და რჩევებით, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტაა მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია შემოაბრუნოს ბაზარზე არსებული ნეგატიური ტენდენციები.“

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში სფეროს პროფესიონალების - ვეტერინარების, საკვებწარმოებაში დასპეციალიზებული აგრონომების და ცხოველთა კვების სპეციალისტების ნაკლებობაა. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებდა ამ სფეროში კარგი საუნივერსიტეტო პროგრამებისგან, რომლებიც სტუდენტებს გადაამზადებდნენ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ანდრეი იარმაკმა, FAO-ს ეკონომისტმა.

2015 წელს, რძის სექტორის პროექტის დაწყების შემდეგ, საქართველოში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა, კომერციული მწარმოებლების უმეტესობას EBRD-მ და FAO-მ მხარდაჭერა გაუწიეს.

14-03-2019

წყარო: commersant.ge

21-03-2019

„მსოფლიო ბანკმა რეიტინგში საქართველო დააწინაურა მეექვსე ადგილამდე და თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება, წაიკითხოს, რა წერია კვლევაში"

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ