|
| 1074 |
|---|
12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით
| განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს ითვალისწინებს. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია. პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები. პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:
სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის. სრულყოფილად შევსებულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge
წყარო: https://primetime.ge/ |
14-10-2022
წყარო: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
|
30-05-2019 „მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს" |
|---|
|
01-04-2019 მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება |
|
15-02-2019 კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს |
|
06-09-2019 შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო |