|
| 1203 |
|---|
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
| თუ გსურთ გადამამუშავებელი ან შემნახველი საწარმოს შექმნა შესაძლებობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო. გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი მიზნები:
პირობები გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. კომპონენტის ითვალისწინებს შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას :
შემნახველი საწარმოების კომპონენტი კომპონენტის მიზნები:
პირობები შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას. შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პროდუქციის (კერძოდ, კურკოვანი, თესლოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, ბოსტნეული, კაკლოვნები, ყურძენი, ციტრუსოვანი და ბაღჩეული კულტურები) სპეციფიკაზე; შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. მარცვლეულის შემნახველი საწარმოები დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ქალაქ ფოთსა და ბათუმში.
|
21-03-2023
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
|
26-02-2019 „ზედაზენმა“ დუბაიში საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა GULFOOD 2019-ზე მიიღო მონაწილეობა |
|---|
|
29-10-2019 ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში". |
|
13-05-2019 გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა |
|
02-04-2019 Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს |