|
| 848 |
|---|
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
| ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები. სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია განისაზღვრება თვეში 200 ლარით სამაგისტრო, ხოლო 200 ლარით – საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მათ სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია კი განისაზღვრება თვეში 200 ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.
თუ პოლიტიკის მეცნიერების დარგში მუშაობთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: დიმიტრი ემუხვარის სახელობის სტიპენდია, ხოლო ყველა სხვა დარგში მომუშავე სტუდენტებმა მიუთითეთ: ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3JSMw6w
|

23-03-2023
წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
03-05-2019 2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა |
|---|
|
02-05-2019 ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა |
|
13-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით |
|
22-03-2019 „უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“ |