საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ (ERF) დელეგაციას უმასპინძლა. ფონდი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიება, სახელწოდებით - „თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტი“, სექტემბრის თვეში, თბილისში უნდა გაიმართოს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრას ,,ეკონომიკური კვლევითი ფონდის“ (ERF) პრეზიდენტი პროფესორი, დოქტორი აჰმეტ ინცეკარა, ვიცე- პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰალილ ჩიპტჩი და გენერალური მდივანი ნაჰიტ ოზენი ესწრებოდნენ. ,,ეკონომიკური კვლევითი ფონდი“ (ERF) 1962 წელს დაარსდა. ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობით, მეზობელ ქვეყნებთან.