|
| 1900 |
|---|
„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"
| საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოში კორეულ ინვესტიციებს გაზრდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან, აგრეთვე გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა გამოხატა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მხარეებს გაუხსნის გზას კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. „ჩვენ ვგეგმავთ უწყებათაშორისი კომისიის შექმნას და მოლაპარაკებების ინიცირებას. ჩვენთვის კორეა მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. კორეულ კომპანიებს განხორციელებული აქვთ ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკაში, რასაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა. |

11-03-2019
წყარო: bpn
|
14-11-2022 ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ |
|---|
|
05-04-2019 დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი? |
|
22-08-2019 „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“. |
|
28-04-2023 ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად |