გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ღონისძიება თავისი მასშტაბიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე დროდადრო უფრო მეტ მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. შესაბამისად, გაორმაგებულია მოთხოვნა გამოფენაში მონაწილეობით დაინტერესებული ქვეყნებისა და კომპანიების მხრიდან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის და არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ქართული პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე ცნობადობის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
ჩინური მხარის განცხადებით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა მონაწილე კომპანიებისთვის მოახდინონ თავიანთი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, რამდენადაც ჩინეთი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების იმპორტს.
საქართველო დიდი დელეგაციით, დაახლოებით 60 კომპანიით აპირებს მანაწილეობის მიღებას რიგით მეორე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან გათვალისწინებული იქნება წინა წლის გამოცდილება, ასევე მონაწილე კომპანიების რეკომენდაციები და წინადადებები.
კომპანიების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება პირებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ ჩინური ბაზრის მოთხოვნები პროდუქციის ხარისხის, რაოდენობის და სერთიფიცირების გათვალისწინებით. ასევე, შესწევთ უნარი უზრუნველყონ საქონლის სისტემატური და დროული მიწოდება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიები შეირჩევიან first come first serve პრინციპით.
ღონისძიებაში მონაწილებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 25 მარტამდე გამოაგზავნოთ შევსებული აპლიკაციის ფორმა* შემდეგ მისამართზე: export@enterprise.gov.ge, შევსებულ აპლიკაციას აუცილებლად უნდა ქონდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობის საფასურუბი და შესაბამისი პირობები:
2500 $
სივრცის ქირაობა
სტენდის მშენებლობა
საქონლის ტრანსპორტირება
სათარჯიმანო მომსახურება
3500 $
სივრცის ქირაობა
სტენდის მშენებლობა
საქონლის ტრანსპორტირება
სათარჯიმანო მომსახურება
ჩარტერი
დამატებითი ინფორმაციითვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 1525 (შიდა ნომრები: 1603, 1625, 1622, 1624, 1612, 1679)
შენიშვნა*: აპლიკაციის შევსებისას იხელმძღვანელეთ თანდართული ნიმუშით
დელეგაციის წარმომადგენელთა სია:
| Names | Titles/Company Names/Government Department |
|---|---|
| Li Qinwu |
Secretary General, The Guangdong Enterprises Association for Foreign Economic Cooperation |
| Le Yiguang |
General Manager, Foshan Sanshui Lejiazhuang Aquaculture and Farming Co., Ltd. |
| Guan Dong |
President and CEO, Guangdong Zhanjiang Jimin Pharmaceutical Co., Ltd. |
| Su Cailong |
President, Zhuhai Maotian Technology Co., Ltd. |
| Huang Jian |
General Manager, Zhuhai City Aimei Technology Country Management Co., Ltd. |
| Huang Xiliang |
President, Zhuhai Bohuai Trading Co., Ltd. |
| Shen Tao |
Standing Vice-President and Secretary-General, Zhuhai Enterprises Association for Foreign Economic Cooperation |
| Chen Chaojing |
Chairman, China Construction Fourth Engineering Division Installation Engineering Corp. Ltd. |
| Chen Zongfeng |
General Manager, China Construction Fourth Engineering Division Installation Engineering Corp. Ltd. |
| Zhang Li |
Overseas Business Development Supervisor, China Construction Fourth Engineering Division Installation Engineering Corp. Ltd |
| Li Yongyi |
Deputy Director General, Department of Commerce of Guangdong Province |
| Wen Xiaohuan |
Deputy Director, Department of Commerce of Guangdong Province |
| Wang Xiaoyu |
Section Chief, Department of Commerce of Guangdong Province |
| Bao Zhiwen |
Staff Member, Department of Commerce of Guangdong Province |
| Raymond Yip |
Deputy Executive Director, Hong Kong Trade Development Council |
|
Edward Yau Tang- wah |
GBS, JP, Secretary for Commerce and Economic Development, Hong Kong Special Administrative Region Government |
| Melissa Pang |
President, The Law Society of Hong Kong |
| Antonio Wong |
Co-founder & Chief Executive Officer, Greensafety Technology |