|
| 1858 |
|---|
Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის
| 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენის სიხშირის მომატება თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, თბილისი - ვენა - თბილისის, თბილისი - ბოლონია - თბილისის, თბილისი - ბარსელონა - თბილისის, თბილისი - ბრიუსელი - თბილისისა და თბილისი - პრაღა - თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ. რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა. ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს. ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Georgian Airways-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა. |

26-03-2019
წყარო: bpn.ge
|
13-05-2019 ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა |
|---|
|
19-03-2019 გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული" |
|
03-06-2019 დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება |
|
30-05-2019 თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს |