|
| 2048 |
|---|
ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა
| გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული. კერძოდ, თებერვალში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა - 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება. სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7). რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 14 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 37 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში უთხრეს. მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა. |

29-03-2019
წყარო: bpn.ge
|
13-05-2019 ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს |
|---|
|
11-01-2023 ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის |
|
10-04-2019 საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს |
|
11-07-2019 „საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა |