თბილისში დღეს ქართულ-ლიბანური ბიზნესფორუმი გაიმართა
ნავიგატორი
1742

თბილისში დღეს ქართულ-ლიბანური ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია, მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნეს.

ბიზნესფორუმის სახელწოდებაა – „საქართველო-ლიბანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები: დინამიური გამოწვევა უკეთესი მომავლისთვის“ და მისი მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

როგორც ფორუმის გახსნისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და ლიბანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მზარდია, თუმცა უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ასეთი ფორუმები, კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, გამონახონ საერთო ინტერესების სფეროები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ლიბანის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

16-05-2019

წყარო: 1tv.ge

03-07-2019

ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია

27-02-2019

აღნიშნული პროექტი დაფინანსდა, СSRSG-ის თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ფინანსური მხარდამჭერი - საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის".

09-09-2019

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე

27-03-2019

თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ