დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო
ნავიგატორი
1228

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღება:

• თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
• გორი, სამების ქ. N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://commersant.ge/

01-11-2022

წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

30-04-2019

GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის

13-05-2020

პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს.

11-03-2019

ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში

03-08-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ