ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია
ნავიგატორი
482

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ აცხადებს და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეაქვს, რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში გაიმართა.

150 000 ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებს კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.

შემდგომი საფეხური მოიცავს პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას, რომელიც გულისხმობს პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და ინფორმაციას გუნდის შესახებ. განაცხადების შეფასებას განახორციელებენ საერთაშორისო ექსპერტები და შეფასდებიან, როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდება 50 ფინალისტი. ისინი გაივლიან 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“, რათა მოემზადონ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.

თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge.

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

10-02-2023

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

10-04-2019

ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა

03-05-2019

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას

24-05-2019

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

04-04-2019

DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ