|
| 986 |
|---|
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად
| ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში შემდეგ შვიდ კატეგორიაში გაიცემა:
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი, პროფესიული მივლინებით, ერთი თვით გაემგზავრება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის “ სათაო ოფისში, ლონდონში. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი. საკონტაქტო ინფორმაცია: ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი ინფორმაცია პრიზის შესახებ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში. ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის |

11-05-2023
წყარო: ევროკავშირი
|
11-05-2023 შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია |
|---|
|
31-03-2019 საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები |
|
20-10-2023 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024 |
|
16-03-2023 საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2023-2024 |